logo_geo
თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად Apple-მა Lamborghini-ის ყოფილი აღმასრულებელი გადმოიბირა
- +

3 აგვისტო. 2022. 01:18

 

 

„გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად ლეგენდარული იტალიური ავტომწარმოებლის, Lamborghini-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, ლუიჯი ტარაბორელი გადმოიბირა“, - სიახლის შესახებ Bloomberg-ის სანდო ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს.

 

ტარაბორელი უკვე ოცი წელია Lamborghini-ში მუშაობს, სადაც, ყველაზე ბოლოს, სავალი ნაწილისა და საავტომობილო დინამიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

 

მარკ გარმენის ინფორმაციით, ლუიჯი ტარაბორელი ერთ-ერთ უმთავრეს თანამდებობას დაიკავებს Apple-ის ელექტრომობილების განყოფილებაში.

 

 

big_banner
არქივი