logo_geo
საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა იგეგმება
- +

5 აგვისტო. 2022. 16:34

 

 

პარლამენტს „მუზეუმების შესახებ“ კანონპროექტი წარედგინა, რომელიც საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ელისაშვილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისთვის და ცნობიერების ამაღლებისათვის.

 

„ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის, მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისთვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება წარმოდგენილია კანონპროექტში და ის 23 753 112 ლარს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი