logo_geo
ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა
- +

7 აგვისტო. 2022. 19:39

 

 

„ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

 

ოჯახის წევრები სამედიცინო დაწესებულებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

 

გარდაცვლილის დეიდაშვილმა ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალმა ერთი კვირის წინ იმშობიარა და მოგვიანებით ჩივილები ჰქონდა, თუმცა ექიმებმა იგი სახლში მაინც გაწერეს.

 

მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, დღეს კი გარდაიცვალა.

 

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

big_banner
არქივი