logo_geo
რუსთავში მამაკაცი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა
- +

8 აგვისტო. 2022. 09:53

 

 

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა.

 

„ინფო რუსთავის“ ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

 

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განაცხადა, რომ მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

 

big_banner
არქივი