logo_geo
ვახტანგ გომელაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
- +

8 აგვისტო. 2022. 13:48

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

 

big_banner
არქივი