logo_geo
შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

8 აგვისტო. 2022. 14:21

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

 

14 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს ტრადიციულად მატერიალური დახმარება გაეწიათ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი