logo_geo
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაკარგული 30 უცხოელი მოლაშქრის გამოყვანა წარმატებით დასრულდა
- +

10 აგვისტო. 2022. 13:46

 

 

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს დაკარგული 30 უცხოელი მოლაშქრის გამოყვანა წარმატებით დასრულდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, არცერთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ვიზიტორების ძებნა გუროს ხეობაში დილიდან მიმდინარეობდა, რომელშიც სამაშველო სამსახურის გარდა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაცვის უფროსის არმაზ წიკლაურის ხელმძღვანელობით.

 

მაშველებისა და რეინჯერების ოპერატიულმა საძიებო მოქმედებამ უზრუნველყო ყველა მოლაშქრის უვნებლად გამოყვანა. მათგან 2 ტურისტს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა, რის გამოც, სოფელ ხადუდან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. მათი მდგომარეობა, ამჟამად, სტაბილურია.

 

დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის დაგეგმვისას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ან ეწვიოთ ვიზიტორთა ცენტრს და მხოლოდ ვიზიტორთა სპეციალისტის მიერ რეკომენდებულ ბილიკებზე/მარშრუტებზე იმოგზაუროთ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი