logo_geo
ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს შეხვდა
- +

11 აგვისტო. 2022. 22:44

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი - ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

„მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე - სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.

 

სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეასუსტა კავშირები და მეგობრობისა და ერთობის განსამტკიცებლად ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა, რათა ურთიერთშეთანხმებით დაიძლიოს თანამედროვე სირთულეები და გამოწვევები.

 

შეხვედრაზე ორივე მხრიდან გამოითქვა მწუხარება უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზი გაესვა ომის დასასრულებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი