logo_geo
ეროვნულ ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა
- +

13 აგვისტო. 2022. 00:03

 

 

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის „ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის“ ფინალისტებს უმასპინძლა.

 

კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამებში მათი ჩართულობის გაზრდა იყო. 18-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების სწავლების მიზნით საკუთარი იდეები წარმოადგინეს. კონკურსის ფარგლებში სულ 60-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა. მათ დღევანდელ ღონისძიებაზე თავად წარადგინეს საკონკურსო იდეები.

 

კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დამატებით სამი რჩეული დაასახელა, რომლებიც ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილებაში 3-თვიან სტაჟირებას გაივლიან.

 

კონკურსი ეროვნული ბანკის, პორტალ FinEdu.gov.ge - ის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრობიზნეს კაპიტალის", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისა" და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი