logo_geo
საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა
- +

13 აგვისტო. 2022. 11:48

 

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა. სამკვირიანი სწავლება ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და მასობრივი იარაღისგან თავდაცვის მომზადებას ითვალისწინებდა. სამხედროები სახმელეთო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ლიდერობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს გაეცნენ. სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მომავალი ლიდერის გამოვლენა, რომელიც ქვედანაყოფში ათეულის, ოცეულის ან ასეულის დონეზე სამეთაურო რგოლში გააგრძელებს კარიერას.

კურსის გამოშვების ღონისძიება კოჯორში, ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და კურსის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

 

 

big_banner
არქივი