logo_geo
22-ე ბატალიონმა ღამის პირობებში მასშტაბური წვრთნები ჩაატარა
- +

14 აგვისტო. 2022. 10:34

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ასეულმა მასშტაბური ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ამერიკელი სამხედროები დაესწრნენ.

სწავლებაში მონაწილეობდნენ სატანკო ქვედანაყოფები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, დანა ბატარეის, საინჟინრო და ჯაველინის გათვლის ჯგუფები. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.

22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

 

 

 

 

big_banner
არქივი