logo_geo
ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა
- +

14 აგვისტო. 2022. 23:21

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

 

როგორც ილია დარჩიაშვილმა შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული მხარე მოხარული იყო ემასპინძლა უკრაინელი ბავშვებისთვის და ამით კიდევ ერთხელ გამოეხატა თავისი სიყვარული და სითბო უკრაინელი ხალხის მიმართ.

 

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გატარებული დრო მათთვის იქნება ტკბილი მოგონება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ეს მისცემს მათ სტიმულს, რომ მომავალში იმეგობრონ ქართველებთან. ჩვენი დიდი სიხარული იყო მათი მასპინძლობა. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს ვუსურვო მშვიდობა, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის, რეგიონისთვის და პირველ რიგში უკრაინისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.

 

გამოსამშვიდობებელ საღამოს უკრაინელ ბავშვებს ასევე მიესალმნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეე კასიანოვი.

 

უკრაინელი ბავშვებისა და მათი მშობლების სახელით მადლობა გადაუხადა კიევის მერიის წარმომადგენელმა ანა შვიადკომ.

 

სამახსოვრო საჩუქრების გადაცემის შემდგომ უკრაინელ პატარებს ქართულმა მხარემ დელფინარიუმში უმასპინძლა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას 2022 წლის 21 ივლისს ეწვივნენ.

 

ერთი თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყო ბავშვების დასვენება და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, რაც ითვალისწინებდა აჭარის ღირსშესანიშნაობების მონახულებას.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქართული მხარის ჩართულობით უკრაინაში საქართველო საელჩოსა და ქ. კიევის მერიის თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტში მონაწილეობდნენ უკრაინელი სამხედროების შვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ ან ამჟამადაც იბრძვიან.

big_banner
არქივი