logo_geo
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- +

15 აგვისტო. 2022. 00:13

 

 

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს.

 

ცნობილია, რომ 27 წლის ბექა რევაზიშვილის ძებნაში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული. ის სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

 

 

 

big_banner
არქივი