logo_geo
ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აქცია გამართეს
- +

15 აგვისტო. 2022. 00:53

 

 

ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის თარიღთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს.

 

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ის რაც საქართველოში მოხდა, იგივეს რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

 

უკრაინის მოქალაქეები რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მოითხოვენ.

 

საერთაშორისო აქციას ვუერთდებით, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, ჩვენი ტყვეების გათავისუფლება მოხდეს.

 

წითელი ჯვარი ჩაერთოს და გათავისუფლდეს ტყვეები. რა სიტუაციაში არიან ისინი, ჩვენთვის უცნობია.

 

თქვენ კარგად გესმით ჩვენი, რუსული აგრესია გამოცდილი გაქვთ, 30 წლის წინ”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

 

 

big_banner
არქივი