17 წლის ბიჭისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა. საზარელი მკვლელობა თბილისში, ლილოს დასახლებაში გუშინ მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი ეხმარებოდა, რომელიც ასევე დაკავებულია.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.