logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

15 აგვისტო. 2022. 10:20

 

 

15 აგვისტოს ქუთაისში +39 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +38 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +34 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღე იქნება. დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +36, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო ამინდია, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, მზიანი დღე იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +37 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +35 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +38 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდოებენსინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა (34, 39 გრადუსი) შენარჩუნდება. 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ზოგან, ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

big_banner
არქივი