logo_geo
თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

16 აგვისტო. 2022. 09:55

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბაშის, ასხინის, სალხინოს, ცაიშის, ქვალონის, ართვინის, ლარეხის,მნათობის,ჩეჩელაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დელისის, შალვა ნუცუბიძის და ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

"ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის,ბესიკ გეთიას და პაატა ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ბაქრაძის, ვანის,არჩილ კერესელიძის, ცემის, ზუგდიდის, თევდორე მღვდლის,კედიას,სოხუმის, სტანისლავსკის, სამტრედიის,რაფიელ აგლაძის, გუდაუთის,სანაპირო კოსმონავტების, ნიკოლოზ ბარათაშვილის,ალექსი გოგოლაურის,რაჟდენ გვეტაძის,დავით ყიფიანის,ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის და მირცხულავა ალიოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, ბელიაშვილის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, გუდაუთის,სამტრედიის,სანაპირო კოსმონავტების, ნადირა ხოშარაულის,ვახუშტი ბაგრატიონის, იროდიონ ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, თევდორე მღვდლის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის და დისევის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, კოხრეიძის, რიონჰესის, დიდი-ჯიხაიშის, ნიკო მარის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, სვანეთის, გიორგი სააკაძის, სანერგის, ეროსი მანჯგალაძის, ცინცაძის, იმერეთის, ცოტნე დადიანის და ლეჩხუმის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალისIII მიკრორაიონის(ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის, სოფელი თელეთის, კრწანისის, ორთაჭალის, გრიგოლ ვოლსკის, ჯაფარიძის, გორგასალის, ჯემალ რაფავას და თამაზ ხვიტიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის(ნაწილობრივ) და მაისურაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), იორის, ისნის, მეტეხის, რუისის, ფერიცვალების, ჩეხოვის და მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

 

 

big_banner
არქივი