logo_geo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 15 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა გადაეცა
- +

17 აგვისტო. 2022. 12:13

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 15 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა გადაეცა.

Mitsubishi-ს მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება.

ახალი ავტოტექნიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს და ხელს შეუწყობს მეხანძრე-მაშველთა ეფექტიან მოქმედებას.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გადაიარაღებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკი. ბოლო 10 წელში სამსახური აღიჭურვა: 61 ერთეული ახალი სახანძრო ავტო-ტექნიკით, 154 ერთეული სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და 31 ერთეული მცურავი საშუალებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას.

 

 

 

big_banner
არქივი