logo_geo
გარდაიცვალა მსახიობი მიხეილ გომიაშვილი
- +

12 სექტემბერი. 2022. 10:33

 

 

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია მარჯანიშვილის თეატრში დაადასტურეს.

 

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული აქვს როლები – პროფესორი (ამელი ნოტომი „საწვავი“, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე „მდგმურები“, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“ , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი „მარატ-სად“-ის მიხედვით „დირექტორი აბაზანაში“, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი „უბედურება“ რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი „თოვლივით თეთრი თოვლი“ რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

 

შესრულებული აქვს კინოროლები – „სიყვარული ვენახში“ (გიორგი), „ანთიმოზ ივერიელი“ (მავრომორდატი), „კონფლიქტის ზონა“ (მამაო), „ყველა წავიდა“ (დალაქი) და სხვა.

 

მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

 

 

big_banner
არქივი