logo_geo
შალვა პაპუაშვილი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

12 სექტემბერი. 2022. 12:42

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, - აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.

 

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

big_banner
არქივი