logo_geo
შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
- +

12 სექტემბერი. 2022. 17:42

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

 

big_banner
არქივი