logo_geo
ხატია წილოსანი „ქეა ავსტრია“-სა (CARE Austria) და ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 00:59

 

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი „ქეა ავსტრია“-სა (CARE Austria) და ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ (CARE International in the Caucasus) ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე სოფლის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

 

ქეა ავსტრია არის ორგანიზაცია, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში ეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით შესაძლებლობების შექმნასა და გაძლიერებაში. მათი ფოკუსი ძირითადად არის გენდერული თანასწორობის საკითხები, ქალთა და გოგონათა ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, ასევე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAGs) და გარემოსდაცვითი და მდგრადი რესურსების გამოყენების კუთხით. ამ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაცია ნოემბერში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს.

 

სტუმრები დაინტერესდნენ პარლამენტის საქმიანობით აღნიშნული მიმართულებებით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

big_banner
არქივი