logo_geo
ჯაბა ხუბუა: ვის დავუჯეროთ: ლინეკერს, ტარდელის და დელ პიეროს, თუ კლდიაშვილს, სანაიასა და ლადარიას?
- +

14 სექტემბერი. 2022. 00:07

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება ისეთივე ძნელია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა.

 

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი მარკო ტარდელი ხვიჩა კვარაცხელიას გენიალურ ჯორჯ ბესტს ადარებს.

 

მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია, რომელიც ევროპული ფეხბურთის სათამაშოდ არის დაბადებული.

 

სამაგიეროდ:

 

მაგდა კლდიაშვილი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია.

 

ვახო სანაია ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყ...ეურად იქცევა და ეშინია, რომ პუტინს აგინოს.

 

ნოდარ ლადარია ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შარახვეტიაა!

 

ყურადღება, შეკითხვა:

 

ვის დავუჯეროთ: ლინეკერს, ტარდელის და დელ პიეროს, თუ კლდიაშვილს, სანაიასა და ლადარიას?“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი