logo_geo
ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
- +

15 სექტემბერი. 2022. 20:37

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბრიტანელი ხალხის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა განსაკუთრებული ღირსებითა და თავდადებით ემსახურა გაერთიანებულ სამეფოს. დედოფალმა ელისაბედ II-მ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და მისი ხსოვნა მარადიული იქნება“, - წერს ვახტანგ გომელაური.

 

 

big_banner
არქივი