logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა - ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე
- +

15 სექტემბერი. 2022. 23:54

 

 

ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო.

 

„ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მე-6-ჯერ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, ეს სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, NATO-საქართველოს წვრთნებზე, რომელის საქართველოში მიმდინარეობდა, მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა.

 

 

big_banner
არქივი