logo_geo
გრიგოლ ჩიგოგიძე იუბილარია
- +

18 სექტემბერი. 2022. 15:46

 

 

„პიონერფილმის“ ლეგენდარული ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე იუბილარია. მას 80 წელი შეუსრულდა. საყვარელი პედაგოგისადმი მილოცვა „პიონერფილმის“ ფბ-გვერდზე ვრცელდება.

 

„The one, The only, The legendary გრიშა მასწ-ი იუბილარია.

 

ადამიანები გამოარჩევენ თავიანთ პროფესია და არა პროფესია ადამიანებს-სწორედ ასეთი, გამორჩეული, ერთადერთი და განუმეორებელია ჩვენი ყველასთვის საყვარელი გრიშა მასწ-ი.

 

გრიშა მასწ-ი არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს დასვენების დღე, მას გული ყოველთვის ეროვნული სასახლისკენ მიუწევს, რათა ბევრი ადამიანის დღე გაალამაზოს.

 

გრიშა მასწ-ი არის ადამიანი, რომელიც ყველა ბავშვს უგებს, ჯერ არ არსებობს ისეთი ბავშვი, ვისთვისაც გრიშა მასწ-ს არ გაეგოს.

 

გრიშა მასწ-ი არის ადამიანი, რომელმაც უამრავ მოზარდს, რომლებმაც ფეხი „პიონერფილმში" შემოდგეს ბავშვობის ბედნიერი წლები აჩუქა.

 

გრიშა მასწ-ს ვულოცავთ 80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, რათა კიდევ ბევრი, ახალი თაობა აღზარდოს!“ - აღნიშნულია მილოცვაში.

 

 

big_banner
არქივი