logo_geo
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
- +

19 სექტემბერი. 2022. 19:40

 

 

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დემესმაეკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. სტუმრები დაინტერესდნენ  გენდერული საბჭოს საქმიანობით და საბჭოს სამოქმედო გეგმით,  სტამბოლის კონვენციის შესრულების მიმართულებით.

 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროგრამებზე და ინიციატივებზე ქალების, როგორც ეკონომიკური გაძლიერების, ასევე პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

 

ბელგიელმა სტუმრებმა თავის მხრივ გაგვიზიარეს გამოცდილება კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით მათ  ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს. დაგვპირდნენ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების მასალებსაც მოგვაწვდიან.

 

ამასთან, სტუმრებმა გამოხატეს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მხარდაჭერა და ევროკავშირის გენდერული თანასწორობის გაიდლაინების შესრულებაში დახმარების სურვილი.

 

დელეგაცია მიესალმა გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტიურობას და ჩვენს მიერ მრავალი მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა მარიამ ლაშხმა.

 

 

big_banner
არქივი