logo_geo
ზაზა სვანაძე: არც ნანა თვალაბეიშვილი და არც ლაშა ბერულავა ასეთ აბსურდულ ბრალდებებს არ აყოლილან!
- +

29 მაისი. 2017. 21:21


 

 

„ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა სოციალური ქსელის საჯარო სივრცეში დაბეჯითებით გთხოვდა დუმილის მიზეზის დაკონკრეტებას და ერთგვარად, გამუნათებდა კიდეც - უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღარ ებრძვიო და პირდაპირი სახითაც გკითხა - იქნებ ფულიც გაქვს მისგან აღებულიო...

 

გულწრფელად გითხრა, შენს ხისტ პასუხსაც ველოდი, მაგრამ თუ არ ვცდები შეფასებაში, შენი მეგობრისა და ყოფილი მთ. რედაქტორის ელისო კილაძის კომენტარი შემრჩა ხელთ: „სოსო გოგაშვილმა სახლი გამოუხსნა თუ არა, ზაზას მეც ვკითხე (მისი ახლანდელი მეგობრები ამბობენ) და პასუხი ვერ მივიღე".

კითხვას ვსვამ პირდაპირ: გამოიხსნა თუ არა ზაზა სვანაძის ბინა სოსო გოგაშვილმა?" - ამ კითხვის პასუხად გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „ქრონიკა+"-ის ყოფილი ჟურნალისტის ზაზა სვანაძის ინტერვიუდან:


ზაზა სვანაძე:  - თქვენთან არ მოვსულვარ სხვათა ომში ნაკვერჩხლების შემოსაგდებად - ეს მინდა ხაზგასმული იყოს, თუმცა მედიისა და ზოგადად საჯარო სივრცის დაუწერელი კანონია, - როცა ბრალს გდებენ, როცა კითხვები არსებობს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს - უპასუხოდ არ უნდა დარჩეს! მეც ხშირად გამომიხატავს გაკვირვება ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ ცნობილი პერსონის მისამართით, ბრალდებებზე და კითხვებზე რატომ არ პასუხობენ-მეთქი, და მე რატომ უნდა ვიჯდე ჩირგვებში? - ამიტომ ჩემს პასუხებს ხუთ პუნქტად ჩამოვაყალიბებ:

1. იოსებ გოგაშვილს იქამდე ვიცნობდი, ვიდრე კილაძეს და მოსიაშვილს გადავეკვეთებოდი,  და ვიდრე ეს ორი ქალბატონი გაიგებდა თავის მხრივ, დღეს უკვე სუს-ის უფროსის მოადგილის არსებობას. რომ მდომოდა მის გვერდზე დგომა, ამის ძალიან დიდი თუ არა, რეალური შანსები ნამდვილად მქონდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე - რაც ძალიან კარგად იციან „ქრონიკა +"-ში, რამეთუ ჩემი პირველი მასალა სწორედ მას ეძღვნებოდა;

2. ფაქტად აღვნიშნავ - 2012 წლის შემდეგ, რაც მისი კარიერული ზრდა დაიწყო, მე გოგაშვილი არ მინახავს, არც ვინმე მოუგზავნია ჩემთან და არც რაიმე ზეწოლას ან ზეწოლის მცდელობას ჰქონია ადგილი!

3. თეორიულად დავუშვათ, რომ  „ქრონიკა+"-ის რედაქტორს, რომელსაც, თუ მასვე დავუჯერებთ, ბევრი მტერი ჰყავს, - აქვს ეჭვი, რომ მე გადამიბირეს... ასე ღიად რომ მიწერს, გავცემ რეალურ პასუხს? ან, თუ ასეთი რამის დაწერას აპირებს ადამიანი, წინა დღით რატომ მიბარებს ოფისში და მითუფრო, „სელფების" გადაღებას რატომ მთავაზობდნენ რედაქციის თანამშრომლები? ან, თუ მე მას ძირს ვუთხრი, ვესტუმრები? არ ვფიქრობ, რომ უთავმოყვარეო ვარ, რომ ვინმეს კალთები უნდა ვახიო, დღემდე მადლობელი ვიყავი მისი და არც ზურგს უკან მისაუბრია მასზე და ნამდვილად არაფერი შემშლია ისეთი, რომ რედაქციაში ვინმესთვის თვალებში შეხედვის შემრცხვეს!

4. მე არ მრცხვენია ჩემი მეგობრების. ელისო კი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს, რაც  მისი არჩევანია! ისევე, როგორც ჩემი არჩევანია ეს ინტერვიუც! ამ მასალის მთავარი ადრესატები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მეკითხებიან, თუ რატომ მწამებს ცილს ელისო და რატომ არის მაკა მოსიაშვილი მუდამ მისი ფეხის ხმას აყოლილი, როცა თავად მაკასთანაც მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა? სხვათაშორის, არც ნანა თვალაბეიშვილი და არც ლაშა ბერულავა ასეთ აბსურდულ ბრალდებებს არ აყოლილან!

5. ბინის შეძენა-გაყიდვაც პირადი სივრცეა, ოჯახს ეხება, მით უფრო, მე არასდროს დავინტერესებულვარ თქვენი კომუნალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებით, არც მთავარი რედაქტორისთვის მიკითხავს - რამდენ კვადრატულ ფართში ცხოვრობს - ნაქირავებში თუ შეძენილ ბინაში! ეს არ არის ჩემი საქმე! და ნურც თქვენ ჩაყოფთ ცხვირს, რაც თქვენი საქმე არ არის!



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=8451

 

 

big_banner
არქივი