logo_geo
ვახტანგ გომელაური ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ მივიდა
- +

20 სექტემბერი. 2022. 17:34

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა. ის „საქართველოს ბანკის“ იმ ფილიალთან მყოფება, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს აყვანილი ჰყავს 12 მძევალი.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

 

big_banner
არქივი