logo_geo
ბექა ოდიშარია მხატვარ შოთა საგანელიძეს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2022. 19:51

 

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მხატვარ-კალიგრაფს შოთა საგანელიძეს შეხვდა.

 

„უაღრესად საინტერესო ადამიანები გვსტუმრობდნენ პარლამენტში. მათ შექმნეს სრულიად უნიკალური მიმართულება ხელოვნებაში, სადაც პოპულარიზაცია ხდება ქართული დამწერლობის ყველა სახეობის. ეს არის გარკვეულწილად ახალი მიმდინარეობა, სადაც ქართული დამწერლობის გამოყენებით ქმნიან პორტრეტებს. აღნიშნული მიმდინარეობის დატვირთვა არის ის, რომ ნახატის შინაარსის გარდა მოხდება ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია. ეს შესაძლებელია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.  

 

შეხვედრაზე საუბარი შედგა ნამუშევრებისთვის „გალერეის“ მოწყობის შესაძლებლობებზე. აღნიშნული გალერეა ხელმისაწვდომი იქნება ყველა რანგის სტუმრისთვის, სადაც ასევე მსურველთა ჯგუფებისთვის შესაძლებელი იქნება ტურების დაგეგმვა.

 

შეხვედრის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, შესაძლებლობის ფარგლებში, იდეის ავტორებს დამხარება აღმოუჩინოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

 

„მიმაჩნია, რომ ასეთი ორიგინალური ხერხით ჩვენი ისტორიის, კულტურისა და დამწერლობის პოპულარიზაცია მხოლოდ წაადგება საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

big_banner
არქივი