logo_geo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
- +

21 სექტემბერი. 2022. 23:47

 

 

 

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

 

ირაკლი ღარიბაშვილი იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს.  გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

big_banner
არქივი