logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ „სამობილიზაციო სწავლების გასაუმჯობესებლად“ სამუშაო ჯგუფი შექმნა
- +

25 სექტემბერი. 2022. 00:05

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა „სამობილიზაციო სწავლების გასაუმჯობესებლად“ სამუშაო ჯგუფი შექმნა.

 

სამუშაო ჯგუფი აპირებს, რომ აფხაზეთში შესაძლო მობილიზაციის „წინასწარი შეფასება და რეკომენდაციები შეიმუშაოს“.

 

ჯგუფის ხელმძღვანელად აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი დაინიშნა.

 

„ჯგუფის მუშაობის მიზანია ჯარის მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და სამედიცინო მხარდაჭერის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება, სამედიცინო კომისიების ორგანიზება, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რეზერვთან სათანადო ურთიერთქმედება, სხვა გადაუდებელი საკითხების მოგვარება“, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.  

 

 

big_banner
არქივი