logo_geo
ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
- +

26 სექტემბერი. 2022. 20:40

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

 

ანრი ოხანაშვილმა სტუმარს გააცნო ის აქტუალური საკითხები, რაზეც კომიტეტი მუშაობს, ასევე, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში კომიტეტის ჩართულობა და ამ მიზნით კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების გეგმები და მიზნები.

 

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორია. რამდენიმე დღის წინ გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგა, სადაც მან გერმანიის კანცლერთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ეს იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სიგნალი, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენს ქვეყნაში დემოკრატიის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ბატონ ელჩს, გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გერმანიის საელჩოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, როგორც აქამდე, ვინაიდან გერმანია ჩვენთვის, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის თვალსაზრისით, სანიმუშო ქვეყანაა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი