logo_geo
მთავრობის დადგენილებით, კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა
- +

28 სექტემბერი. 2022. 10:39

 

 

მთავრობის დადგენილებით, კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა.

 

დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებულ ან არასრულად ვაქცინირებულ მოქალაქეები, კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.

 

აღნიშნული წესი ვრცელდებოდა კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტებზე, რომლებიც შემდეგი კატეგორიაში შედიან: არავაქცინირებული პირები; არასრულად ვაქცინირების შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირების შემთხვევაში; კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.

 

დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაცია მოხსნილია, თუმცა მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.

 

COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.

 

 

big_banner
არქივი