logo_geo
საავტორო დოკუმენტური ფილმის – „თავისუფლების“ ფასის“ პრემიერა გაიმართა
- +

28 სექტემბერი. 2022. 16:33

 

 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საკრებულოს შენობაში მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებლის, ქეთევან ხოსიტაშვილის საავტორო ფილმის – „თავისუფლების“ ფასი“ პრემიერა გაიმართა.

 

ავტორმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ გუნდთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა, თუმცა, პანდემიის გამო, ფილმის საჯარო ჩვენებები გადაიდო და უკვე წელს მისი პრემიერა, სიმბოლურად, სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გადაწყდა.

 

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით და რა ფასს უხდიან ისინი რუსეთს ე.წ. თავისუფლებისთვის.

 

ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია, მათ შორის, ადგილობრივები შეშფოთებას გამოხატავენ იმაზეც, რომ კრემლის პოლიტიკის შედეგად აფხაზები დღეს ასიმილაციის საფრთხის წინაშე რეალურად დგანან.

 

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი; აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მინისტრთა კაბინეტი; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ – „ჯორჯიან მანგანეზი“, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა და კომპანია „ზედაზენი“.

 

https://www.youtube.com/watch?v=k63jRzBkHkE

 

 

 

big_banner
არქივი