logo_geo
ბათუმს „World Travel Awards 2023“-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა
- +

29 სექტემბერი. 2022. 13:07

 

 

ბათუმი წელს „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1 ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა, ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards 2023“-ის მასპინძელი ქალაქის სტატუსს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1 ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა, ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების ძირითად დაჯილდოებას უმასპინძლებს ბათუმი, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო პოპულარიზაციას, მის ტურისტულ პოზიციონირებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება წარმატებული ღონისძიება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

 

წელს, ბათუმთან ერთად, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, კოლიზეუმის, აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.

 

 

big_banner
არქივი