logo_geo
კახა კალაძემ თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 23:30

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

„პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია - რეჟისორი;

დემნა გვასალია - დიზაინერი;

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.

big_banner
არქივი