logo_geo
პრემიერი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა გ
- +

3 ოქტომბერი. 2022. 23:14

 

 

 

საქართველოს და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით.

 

„საღამო მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ფიშერ, მაქვს პატივი, თქვენთან და გერმანელ ხალხთან ერთად ვიზეიმო გერმანიის ერთობის დღე.

 

ბერლინის კედელი - დაყოფის, ომისა და უარყოფის სიმბოლო - 30-ზე მეტი წლის წინ დაეცა. გლობალური მასშტაბის მქონე ამ ისტორიული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, გერმანელმა ერმა საბოლოოდ მოახერხა მრავალი თაობის გერმანელთა ნანატრი ოცნება აესრულებინა და გერმანია გაეერთიანებინა ერთ, ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად.

 

გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობასა და სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას.  გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასებს გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან.

 

„ამ გამოწვევებით სავსე დროს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ღირებულებები და საერთო-ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით.

 

დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის  უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს! მადლობა!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები.

 

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

big_banner
არქივი