logo_geo
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობაზე იმსჯელა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 23:21

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ განიხილა.

 

აღნიშნული ანგარიში კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გააცნო.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პარლამენტმა 2020 წლის 14 ივლისს მიიღო კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას. მისი თქმით ქვეყანაში მოქმედებს ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომლის მიზანია მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით დასაქმების ხელშეწყობის შესახებ კანონი აწესრიგებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს.

 

თამარ ბარკალაიამ სწორედ აღნიშნული პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.

 

ცალკეულ საკითხებზე განმარტებები გააკეთეს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

 

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

 

 

big_banner
არქივი