logo_geo
დავით სონღულაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბრიტანელ დეპუტატ რიჩარდ გრეჰემს შეხვდა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 23:31

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბრიტანელ დეპუტატ რიჩარდ გრეჰემს და საქართველოში WFD-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და ის შესაძლებლობები მიმოიხილეს, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა. ისაუბრეს იმ პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

დავით სონღულაშვილმა რიჩარდ გრეჰემს და ფონდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და კომიტეტთან ეფექტიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

 

big_banner
არქივი