logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს - ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი
- +

4 ოქტომბერი. 2022. 18:28

 

 

„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა  მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

 

„მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. შემთხვევითი არ არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გავხსენით, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად, თითქმის 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები, 150 მილიარდ ლარამდე არის ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ ელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარში.  ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

 

ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესთან ახალ ინიციატივებზე, პროგრამებზე, პროექტებზე. მთავრობამ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მაგალითი, რაც მინდა შეგახსენოთ, არის შემდეგი: მე შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს. მაშინ თვეების წინ დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებდა და მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებდა. როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი: სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

big_banner
არქივი