logo_geo
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ხორვატიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
- +

4 ოქტომბერი. 2022. 23:22

 

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია, ასევე, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილეს.

 

მხარეებმა საქართველო-ხორვატიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

„ვისაუბრეთ ზოგადად რეგიონის უსაფრთხოებაზე. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებულ ნაკადთან დაკავშირებით იყო გარკვეული კითხვები. საუბარი შეეხო ასევე ქართულ-ხორვატიული თანამშრომლობის პერსპექტივებს. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ხორვატიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

​დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე.

 

აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით. ვისაუბრეთ ევროკომისიის მიერ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წაყენებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც გაფართოების ტალღაში ევროკავშირის შევიდა და ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ ერთმანეთისგან და მივიღოთ მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

 

big_banner
არქივი