logo_geo
ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ
- +

5 ოქტომბერი. 2022. 12:08

 

 

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.

 

მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესია გამოწვევაა მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის მიერ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ასევე, განიხილეს NATO-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს.

 

ლელა ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტარები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც დელეგაციის წევრები ცენტრის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.

 

 

big_banner
არქივი