logo_geo
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ
- +

5 ოქტომბერი. 2022. 23:11

 

 

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის ობიექტებზე მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ.

 

ცვლილებების მიხედვით, ასევე, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება.

 

2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის შეუფერხებლად განხორციელდება.

 

კოდექსში შესატან ცვლილებებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით ისაუბრა.

 

​ მანვე კოლეგებს კოდექსიდან გამომდინარე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც.

 

 

 

 

big_banner
არქივი