logo_geo
ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა
- +

10 ნოემბერი. 2022. 23:03

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმარს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესზე. ისაუბრა საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების შედეგებზე და შეაჯამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიმდინარეობის შედეგები. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახება.

ჰადას მეიცადმა მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შედეგებს, მათი მიმდინარეობის პროგრესს და ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა

big_banner
არქივი