logo_geo
პრემიერ-მინისტრმა ირანის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
- +

11 ნოემბერი. 2022. 14:18

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,  მაჰმუდ  ადიბის შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია.

 

 

big_banner
არქივი