logo_geo
Twitter-მა ვერიფიცირების დამადასტურებელი ლურჯი სიმბოლოების 8 დოლარად გაყიდვა შეაჩერა
- +

12 ნოემბერი. 2022. 16:07

 

 

 

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა შეაჩერა თვეში 8 დოლარად ლურჯი სიმბოლოების გაყიდვა, რომელიც პრემიუმ-ანგარიშების ვერიფიცირების ნიშანს წარმოადგენდა. Reuters-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი Twitter-ზე ყალბი ანგარიშების რაოდენობის ზრდა გახდა.

 

კერძოდ, სიახლის დანერგვის შემდეგ Twitter-ზე გაჩნდა ილონ მასკის კომპანიების, Tesla-სა და SpaceX-ის ყალბი ანგარიშები, სათამაშო ონლაინ-პლატფორმა Roblox-ის, კორპორაცია Nestle-ს, სამხედრო-სამრეწველო კორპორაცია Lockheed Martin-ისა და ბევრი სხვა კომპანიის ყალბი ანგარიშები. მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია Eli Lilly and Company-ს მოუწია ბოდიშის მოხდა გამომწერებისთვის უფასო ინსულინის შესახებ შეტყობინების გამო, რომელიც ყალბი ანგარიშის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, ვინაიდან Twitter-ი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა.

 

 

big_banner
არქივი