logo_geo
ავთანდილ კასრაძე: საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემა 2014 წლიდან შეიქმნა, ეს ამ ხელისუფლების მონაპოვარია - მანამდე ინოვაციების მხარდაჭერა არ ხდებოდა, ქვეყანაში ინოვაციური ბიზნესი არ არსებობდა
- +

12 ნოემბერი. 2022. 23:51

 

დღეს საქართველოში იმ ეტაპზე მივიდა ინოვაციების ეკოსისტემა, რომ უკვე ვსაუბრობთ წარმატებულ სტარტაპებზე, შემდგარ პროექტებზე, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებზე, რომლებიც ქართველმა ადამიანებმა შექმნეს და საქართველოს დაანახეს, რომ საქართველო ეს არ არის მხოლოდ ღვინის ქვეყანა, არამედ ინოვაციები და ტექნოლოგიები შეიძლება აქაც შეიქმნას და მნიშვნელოვანი ინოვაციური და ტექნოლოგიური გარღვევები ქართველმა ადამიანებმა თავისი ინტელექტუალური რესურსით შეძლოს, - ამის შესახებ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემა შეიქმნა, ეს დაიწყო 2014 წლიდან. ეს არის ამ ხელისუფლების მონაპოვარი, როდესაც წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერა არ ხდებოდა, ქვეყანაში ინოვაციური ბიზნესი არ არსებობდა და სწორედ 2014 წლიდან ჩვენი „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოს შექმნით საფუძველი ჩავუყარეთ, რომ დღეს ქვეყანაში ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

big_banner
არქივი