logo_geo
„ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა“
- +

2 ივნისი. 2017. 01:16



სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ლექცია/სემინარებზე სტუდენტების დასწრების ანალიზმა გამოავლინა, რომ დაკვირვების ჩატარების დღეებში შერჩეულ ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15% იყო.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის სამსახურმა შეისწავლა იმ კურსდამთავრებულების აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, რომლებმაც აუდიტისთვის შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) - მოიპოვეს ბაკალავრის ხარისხი. ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა.


ამასთანავე, აუდიტის ჯგუფმა შეარჩია ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულების საფუძველზე მოიპოვეს 50%-იანი ან მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და შესაბამისი უსდ 2014 წელს დაამთავრეს. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა გამოავლინა, რომ ასეთი კურსდამთავრებულების საშუალოდ 40%-მა უსდ საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაამთავრა;


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი