logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე
- +

13 ნოემბერი. 2022. 21:28

 

სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი..

big_banner
არქივი